ირანის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი შემოჰქონდა

  საბაჟო გამშვები პუნქტის “ვალეს” ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე შ.ა., რომელსაც დათვალიერებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი RAYDOL-200(ტრამადოლი)- 10 აბი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ირანის კიდევ ერთი მოქალაქე, მ.ა. შემოვიდა, რომელსაც ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩნდა. ის სგპ “ვალეს” ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა. მისი დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა, პრეპარატი DIPHENOXYLATE- 19 აბი – აღმოაჩინეს. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები