დოლარი, ევრო, რუბლი, მანათი, ლარი – არადეკლარირებული თანხები საბაჟოებზე
საბაჟო გამშვები პუნქტის “ლაგოდეხის” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს ჰ.მ.-ს დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა – 15100 აშშ დოლარი, 1610 ევრო, 5000 რუსული რუბლი, 35 აზერბაიჯანული მანათი და 115 ლარი აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, პიროვნებას სანქციის სახით, 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
ასევე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა საბაჟო გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე. თურქეთის მხრიდან შემოსულ აზერბაიჯანის მოქალაქე კ.რ.-ს დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა 37500 აშშ დოლარი აღმოაჩნდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, პიროვნებას, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.