გოგა ონიანი ჯანმრთელია და ის იზოლატორშია გადაყვანილი
ბრალდებული გიორგი ონიანი გ.ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკის დასკვნით, სრულიად ჯანმრთელია და ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი – ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი, გ.ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკის დასკვნით, სრულიად ჯანმრთელია. შეგახსენებთ, რომ გ.ონიანი საავადმყოფოში, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წუხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, სადაც მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, ანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ მას გულის შეტევა არ ჰქონია და მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.
ამჟამად, გ.ონიანი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.