საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასფალტის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე ასფალტის ქარხნის მუშაობას გაეცნო და ქარხანაში მომუშავე პერსონალს წარმატებები უსურვა.
ამჟამად ქარხანა თბილისის შემოვლით გზას ამარაგებს ასფალტით, იგი 1 საათში 100-დან 120 ტონამდე ასფალტს გამოიმუშავებს.
ქარხანა მობილურია და მისი დამონტაჟება ნებისმიერ მონაკვეთზეა შესაძლებელი.
2013 წელს საქართველოს ბაზარზე უკრაინული წარმოების ასფალტის გადასამუშავებელი ქარხანა “კრედმაშ”-ი შემოვიდა, აღნიშნულ ქარხანის სამუშაოებს შ.პ.ს “ჯ რ ჯ” ახორციელებს.