დღეს მთელს საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი
ჩვენ ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს დიდი წყალობისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
“აი დღეს რაც ხდება საქართველოში ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება, ეს არის სულიწმინდის მოსვლა, ჩვენი ფერისცვალება, ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს, როცა ბოროტება განიდევნება. ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული, ეს ყველაფერი არის ბედნიერება, გაბრწყინება”, – ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, ეს ყველაფერი ბერი გაბრიელის დამსახურებაა.
“ჩვენ ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს დიდი წყალობისთვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენისა, ბედნიერი მომავლისა, დღეს მთელს საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს. დღეს მიწიერი და ზეციერი საქართველო გამთლიანდა ამ ზეიმში”, – ბრძანა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს.