„ობოლი სული – ივანე მაჩაბელი“- ფილმის საიუბილეო ჩვენება გაიმართება

25 დეკემბერს, 13:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ობოლი სული – ივანე მაჩაბელი“ საიუბილეო ჩვენება. ფილმი ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწისა და ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებლის ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 160 წლისთავის იუბილეს ეძღვნება. ფილმის ჩვენება ხორციელდება თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის ავტორი მაია მაჩაბელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები