„ლიტერატურული Profile“-ის პრეზენტაცია გაიმართება
27 დეკემბერს, 17:00-ზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე „თბილისი მოლში“, მთავარ სცენაზე ეკა ქევანიშვილის წიგნის „ლიტერატურული Profile“-ის პრეზენტაცია გაიმართება.
ეკა ქევანიშვილმა რამდენიმე წლის წინ, სრულიად სპონტანურად, ლიტერატურულ ფორუმზე ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული პროფაილების გამოქვეყნება დაიწყო. ენთუზიაზმით მუშაობდა, უდედლაინოდ, ავტორებს თავად არჩევდა.
ერთ ავტორს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე. შემდეგ ამ პროფაილებმა და დიალოგების სერიამ ლიტერატურულ ჟურნალებში („არილი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „საუნჯე“) გადაინაცვლა. ასე დაგროვდა სხვადასხვა თაობის და მწერალთა ამბები.
წიგნში თავმოყრილია შემდეგი ავტორების პროფაილები: რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, შალვა ბაკურაძე, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბათუ დანელია, ზვიად დევდარიანი, თამთა დოლიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ნინო თარხნიშვილი, თეა თოფურია, ქეთი თუთბერიძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, ზურაბ ლეჟავა, ლია ლიქოკელი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა მიქელაძე, ნათია ნაცვლიშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, გიო საჯაია, დარეჯან სუმბაძე, ირმა ტაველიძე, დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, დავით ქართველიშვილი, ნინო ქევხიშვილი, გელა ჩქვანავა, დავით ჩიხლაძე, ბესო ხვედელიძე, ზურა ჯიშკარიანი, ნიკა ჯორჯანელი.