უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელები ისრაელის ელჩს შეხვდნენ

საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელები დღეს საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდნენ.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან აცნობეს, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსს საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი და მდივნის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი შეხვდნენ. მხარეებმა არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ იმედი გამოთქვეს.
“განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ისრაელთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული პლატფორმები განისაზღვრება, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლობის პროცესი წარიმართება”, – განაცხადა საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები