ჰამასმა“ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზას სექტორიდან ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით რაკეტების სასწავლო–საცდელი გასროლები განახორციელეს. ამ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ისინი ატარებენ ექსპერიმენტებს და თავინათ რაკეტებს ამოწმებენ. ეს იარაღის წარმოების მათი პროგრამის ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში. რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან ყოველ გასროლას, ასევე რაკეტის მახასიათებლებსა და სიშორეს განსაზღვრავენ.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ევროპულმა იუსტიციის სასამართლომ “ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.