კასპში მუნიციპალური გზების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყება

  კასპში წელს მუნიციპალური გზების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტების საერთო ღირებულება პირველ ეტაპზე 4 მილიონ 326 ათას ლარს შეადგენს. ქალაქ კასპში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 10 ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა.
გათვალისწინებულია ახალი წყალსადენი სისტემის და რეზერვუარის მოწყობაც. კასპსა და კასპის რაიონში არსებული საბავშვო ბაღების შენობებს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტში იგეგმება, ოკამი-ლამისყანა-თეზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაციაა. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები