ხუბუტიას ცემის ფაქტზე შსს-ში საქმე აღიძრა



   მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 125-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ რესტორან თავადურში ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ფიზიკურად დღეს გაუსწორდნენ.
“მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, გავიდა გარეთ, რომ მანქანიდან რაღაც აეღო, უკან რომ მობრუნდა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს და სცემეს, მას სახეზე დაბეჟილობები აღენიშნება. რესტორნის დაცვას კომპანია “ალგანი” უზრუნველყოფს. ამ წუთებში ხუბუტიას სამართალდამცავები კითხავენ”,- განუცხადა “აქცენტს” თვითმხილველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები