“ნაცმოძრაობის” კარიკატურისტი მეტრეველი თამარ ჩერგოლეიშვილზე: 2014-ში თუ 2015-ში შეხვედრაზე წარსული გაიხსენა, ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო – დღესაც ვნანობ, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ვკითხე, რის გამო გაჩუმდა და გიგამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში

“ნაცმოძრაობის” კარიკატურისტი ნუგზარ მეტრეველი “ფედერალისტების” ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის მონაყოლ ისტორიას იხსენებს, როდესაც მას “ნაცმოძრაობის” დროს ციხეში დახმარება სთხოვეს, შემდეგ კი თხოვნა შეცვალეს, იმ მიზეზით, რომ პატიმრისთვის უარესი იქნებოდა.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დღესაც ნანობს, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ჰკითხა, რის გამო გაჩუმდა და გიგა ბოკერიამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში.

“2014-ში თუ 2015-ში აღარ მახსოვს. ყიფშიძის ქუჩის დასაწყისში ნმ -ს მცირე ზომის ოფისში ნაცმოძრაობის მომხრეებმა შეხვედრა მოუწყვეს თამარ ჩერგოლეიშვილს, გვაინტერესებდა ბრძოლის რა გეგმები ჰქონდა პარტიას. შეხვედრაზე თამარას ის არ უთქვამს გიგა პარტიის დაშლაგაყოფას რომ აპირებდა, სამაგიეროდ წარსული გაიხსენა, ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო და ერთი ისტორია გაიხსენა, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა დამირეკა და მთხოვა ციხეში ჩემ ქმარს სცემენ და იქნებ დამეხმაროო, კაიო დაგეხმარებიო, ყველაფერს გავარკვევო, დაამშვიდა თამარამ. მეორე დღეს კვლავ დაურეკა ქალმა და სთხოვა, რომ რაც გუშინ მოუყვა არავისთვის ეთქვა, რატომო? იკითხა თამარამ, ციხეში ჩემ ქმარს ველაპარაკე და მითხრა არავის უთხრა რომ მცემენ, ეს ამბავი ციხიდან რომ გავიდეს ცემაში მომკლავენო. კარგი არავის ვეტყვიო, კვლავ დაამშვიდა თამარამ და ეს საიდუმლო არავის გაანდო.

დღესაც ვნანობ, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ვკითხე, რის გამო გაჩუმდა და გიგამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი რომ გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში”, – წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები