აშშ-ში დააკავეს, ქალი რომელმაც პროკურორს ინტერვიუს მსვლელობისას შეაფურთხა

პროკურორის შეურაცხყოფისთვის კოლუმბიის ოლქში მცხოვრები ემილი გაბრიელა სომერი დააკავეს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 8 მაისს მომხდარ ინციდენტს – მოქალაქემ აშშ-ის დროებითი ვადით არჩეულ პროკურორს, ედვარდ მარტინს ინტერვიუს მიმდინარეობისას, შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი მას შეაფურთხა.

სომერის სისხლისსამართლებრივ საქმეს აშშ-ის რაიონული სასამართლო განიხილავს.

მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმაში, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელის შეშლაში. საჩივრის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორი და კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს წარმომადგენლები ავრცელებენ.

საჩივრის თანახმად, მიმდინარე წლის 8 მაისს, იმ დროისთვის აშშ-ის დროებითი ვადით არჩეული პროკურორი, ედვარდ მარტინი აშშ-ის პროკურორის ოფისის წინ ინტერვიუს წერდა, მას ბრალდებული მიუახლოვდა შემდეგი ფრაზით: „შენ ვინ ჯანდაბა ხარ?! ედ მარტინი? ამაზრზენი კაცი ხარ“, რის შემდეგაც ბრალდებულმა სახელმწიფოს წარმომადგენელს მხარზე შეაფურთხა.
იმავე საღამოს საკუთარ სოციალურ ქსელში ბრალდებულმა გამოაქვეყნა პოსტები, სადაც საკუთარ დანაშაულს აღიარებს და მთავრობის წარმომადგენელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
სომერი მიმდინარე წლის 22 მაისს დააკავეს, საქმეს აშშ-ის მარშალების სამსახური იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები