სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
შუახევის რაიონის სოფელ ბუთურაულში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ“კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 20 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის დაუფირნიშებელი მორი აღმოაჩინეს.
„დაილუქა სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის აჭარის პროკურატურაში გადაიგზავნება“,- აცხადებენ სამინისტროში.