გზების დეპარტამენტის მოტყუებისთვის და სახელმწიფო თანხის დაუფლებისთვის რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცეს (ვიდეო)

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი, და სამი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა – ამის შესახებ „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა განიზრახეს აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, დაუკავშირდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის თემის ყოფილ სპეციალისტს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტში, თითქოს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კომპენსაციის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღეს 98 902 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Xgjmg36P7Vs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები