საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სევილიის ყველაზე დიდი და ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ყველაზე დიდი და ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით აღნიშნავს.