პუტინი: ჩვენ დათვს თავს არ დაანებებენ, ყოველთვის ეცდებიან მისი ჯაჭვით დაბმას

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კრემლის წინაშე არჩევანი დგას: გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი, იბრძოლოს და შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, ან, მეორე ვარიანტი – საკუთარი ტყავი კედელზე დაკიდებული ნახოს.
„იქნებ ჩვენს დათვს მშვიდად ჯდომა უნდა. იქნებ არ სურს გოჭების და საღორის მართვა ტაიგაში? იქნებ თავი დაანებონ ჩვენს დათვს? თუმცა არ დაანებებენ. ყოველთვის ეცდებიან დათვის ჯაჭვით დაბმას. როგორც კი ამას მოახერხებენ, მაშინვე კბილებსა და ფრჩხილებს დააგლეჯენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ყირიმის რუსეთთან მიერთების საფასური არ არის. პუტინის თქმით, ეს არის რუსეთის სურვილის ფასი, შეინარჩუნოს საკუთარი სუვერენიტეტი და ცივილიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები