სასჯელაღსრულების სისტემაში ინსტიტუციური რეფორმა იწყება (ვიდეო)
საქართველოს მთავრობაში პენიტენციური სისტემის ინსტიტუციური რეფორმის კანონპროექტი განიხილეს. მინისტრებმა დაგეგმილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს.
კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი მართვის მოდელზე გადადის, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას.
იზრდება სისტემის თანამშრომელთა სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები, ამავდროულად რეფორმის შედეგად არ მოხდება კადრების შემცირება. რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია მიმზიდველი კარიერული სისტემის შექმნა, პენიტენციური სამსახურის პრესტიჟულობის გაზრდა, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებისა და განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლამდე, სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულოდ გადამზადდება პენიტენციური სისტემის ყველა მოსამსახურე და მიიღებს სერტიფიკატს. ხოლო კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mO9mYqOmRIw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]