ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine თურქეთის ლიდერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების სტამბოლში ახალი შეხვედრის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.

ამასთან, ერდოღანმა და პუტინმა თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

კერძოდ, თურქეთის ლიდერმა სირიის სუვეიდას რეგიონში მიმდინარე შეტაკებები მთელი რეგიონისთვის საფრთხედ შეაფასა. მან ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის მიერ „სირიის სუვერენიტეტის არდარღვევის“ მნიშვნელობას.

ერდოღანის თქმით, თურქეთს სურს სირიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ქვეყნის სწრაფად აღდგენა.

„ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გააგრძელოს შეხვედრების მასპინძლობა სტამბოლში, როდესაც მხარეები შესაბამის თარიღებს დაადგენენ“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინასთან მოლაპარაკებების თემა წამოჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები