ანა წითლიძე ირაკლი წულაიას: ზოგადად, შენ ფხიზელი არ მოძრაობ – რთულია სიმართლის მოსმენა არა?! არ იცოდი კორუმპირებული მამა რომ გყავს და რაზე იყო დაკავებული? საოჯახო ბიზნესად რომ გქონდათ ქცეული მთელი მარტვილი და ხალხს ფულს სძალავდით?

“რთულია სიმართლის მოსმენა არა?! გეგონა არავინ წამოგაყვედრიდა? თუ არ გინდა წამოგაყვედრონ მაშინ ენა უნდა ჩაიგდო, თუ არ ჩაიგდებ უარეს სიმართლეს მოისმენ. არ იცოდი კორუმპირებული მამა რომ გყავს და რაზე იყო დაკავებული? არც ის იცოდი საოჯახო ბიზნესად რონ გქონდათ ქცეული მთელი მარტვილი და ხალხს ფულს სძალავდით? “- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლია წულაიას სოციალურ ქსელში მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაც წითლიძის მიერ წულაიასადმი მიძღვნილ პოსტს მოჰყვა.

წითლიძე სთავაზობს წულაიას პოდკასტში მისვლას და აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ საუბარს.

„ირაკლი წულაიაზე პოსტის კომენტარებში, 20 საათიანი დაგვიანებით, წულაია გადაფსიხებულა:)
ირაკლი წულაია – არ მგონია, ეს ფხიზელს დაგეწერა.
ზოგადად, შენ ფხიზელი არ მოძრაობ.
რთულია სიმართლის მოსმენა არა?!
გეგონა არავინ წამოგაყვედრიდა?
თუ არ გინდა წამოგაყვედრონ მაშინ ენა უნდა ჩაიგდო, თუ არ ჩაიგდებ უარეს სიმართლეს მოისმენ.
არ იცოდი კორუმპირებული მამა რომ გყავს და რაზე იყო დაკავებული? არც ის იცოდი საოჯახო ბიზნესად რონ გქონდათ ქცეული მთელი მარტვილი და ხალხს ფულს სძალავდით?
შენ რატომ იყავი ნაცების დროს დაჭერილი რატომ მალავ?
რკინიგზაში არ იყავი და არ გამოგაგდეს თუ ნარკოტიკზე არ დაგიჭირეს? ღარიბაშვილმა რომ მოგისროლა.
მე გთავაზობ, გინდა შენთან პოდკასტში, გინდა ჩვენთან, მარტო დაგიჯდები, შენ ვინც გინდა მოიყვანე და სახეს აგაძრობ სიმართლით.
საჯაროდ გავარკვიოთ ვინ იტყუება ჩვენს შორის.
მე ფაქტებით ვილაპარაკებ და მოწმეებს შეგახვედრებ, მამაშენი ვისაც ფულს სძალავდა და რის გამოც დაიჭირეს.
შენი და შენი ძმის ტროლების ქარხანაზეც ვილაპარაკოთ. იმედში რომ მუშაობდი მაგაზეც.
ოღონდ კაიფში არა, ფხიზელი მოდი.
შენი ბლატაობა მორჩა, აწი ოთახში ჩაკეტილმა იბლატავე ხოლმე“,- წერს წითლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები