გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ოფისთან რომ მივიდეს რომელიმე მისი არამხარდამჭერი და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, არ გავარდებიან პროკურატურასა და პოლიციაში და არ იტყვიან თავდასხმა მოხდაო
„ნაცმოძრაობის“ ოფისთან რომ მივიდეს რომელიმე მისი არამხარდამჭერი და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, არ გავარდებიან პროკურატურასა და პოლიციაში და არ იტყვიან თავდასხმა მოხდაო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„მოლოტოვის კოქტეილი“ კი არა, უბრალოდ ფიზიკური წინააღმდეგობა რომ გაუწიეს პოლიციას, კარგად გახსოვთ ერთ-ერთი შტატის შერიფის გამოსვლა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ამერიკელებს, რომ ვინც ძალადობაში მიიღებდა მონაწილეობას, მათ ოჯახებს გაუგზავნიდნენ დეპეშას გვამის წასაღებად. საქართველოში ეს როგორ არის?! „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ეს რომანტიზებაა?!“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.