გერმანიის კანცლერმა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ეჭვქვეშ დააყენა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 2034 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაწევრიანება მოხდეს ისეთ მომენტში, რომელიც გავლენას მოახდენს ბლოკის საშუალოვადიან ფინანსურ გეგმებზე, რომლებიც 2034 წლამდეა გათვლილი.
„ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, უმთავრესი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა მერცმა ბერლინში რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან შეხვედრის შემდეგ.