ნეპალში Telegram-ი აიკრძალა

ნეპალის ხელისუფლებამ ქვეყანაში Telegram მესინჯერზე წვდომა აკრძალა.

როგორც ადგილობრივი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ონლაინ თაღლითობისა და ფულის გათეთრების შემთხვევების ზრდა გახდა.

„Telegram-ის ონლაინ თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის ბოროტად გამოყენების გათვალისწინებით, ყველა სერვისის პროვაიდერს დაევალა პლატფორმაზე წვდომის დაუყოვნებლივ შეზღუდვა“, – ციტირებს გაზეთი Kathmandu Post-ი დეპარტამენტის განცხადებას.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი TikTok-ის აპლიკაციის წინააღმდეგ მსგავს ზომებს მოჰყვა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში საზოგადოებრივი წესრიგისა და მავნე კონტენტის შესახებ შეშფოთების გამო დაიბლოკა. აპლიკაცია მოგვიანებით კვლავ აღდგა მას შემდეგ, რაც ByteDance ნეპალის მთავრობის რეგულაციების დაცვას დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები