პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს – „სანქციას“. რამდენიმე საათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში“, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სანქციების მიღმა დარჩენილ პოლიტიკოსებს პოზიცია არ შეეცვლებათ.
„ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო“ – ნოდარ დუმბაძისეული კეთილშობილური გზავნილი ახლო წარსულიდან. როგორც ვიცი თარგმნილია ბალტიისპირეთის ქვეყნების ენებზე.
ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს – „სანქციას“. რამდენიმე საათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში. თუ იმის იმედით, რომ სანქციის მიღმა დარჩენილებს რაიმე „განწყობას“ შეგვიცვლით, მაშინ ვერ გიცნივართ – „სხვაგან ბალახობთ!!!“
ნუ დაეყრდნობით სახელ-; გვარ-; სამშობლო-არეულებს!
თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის!!!
განაგრძეთ სიის წერა..ოღონდ შეეშვით პროქსი ომის წარმოებას ჩვენთან თუ სხვაგან… აცადეთ ადამიანებს მშვიდობიანი თანაცხოვრება. და ისევ ნოდარ დუმბაძე – „დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე“, – წერს ზაალ მიქელაძე.