ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, დაკავებულთაგან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულს კი, 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა. წარდგენილი ბრალი სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ბლაგვი საგნით და დანით სამი პოლიციელი დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები