„უკრაინის დასავლეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მართლები ვართ”
კრემლში გამართულ წლიურ მოხსენებაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სირთულეების მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავისი თანამემამულეების დაცვა. პუტინის თქმით, ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი საუკეთესო მტკიცეულება იყო იმისა, რომ ყირიმელებს რუსეთთან შეერთება სურდათ.
”რუსეთმა არა მარტო უკრაინას დაუჭირა მხარი სუვერენიტეტის მოპოვებაში, არამედ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებსაც. ყველა ერს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს გზა, რომელიც სწორად მიაჩნია. რუსეთი ამას ყოველთვის გაგებით მოეკიდება. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დღეს მიმდინარე პროცესები კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – აღნიშნა პუტინმა.
პრესკონფერენციას 1000-მდე ჟურნალისტი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის მაღალჩინოსნები, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და რუსეთის პატრიარქი კირილ პირველი.