სოფელ გრემის რწმუნებული სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, 1956 წელს დაბადებული გიორგი ღუტიშვილი სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რთვლის პერიოდში, ყურძნის მიღება-ჩაბარებისას, მოქალაქის სახელზე სისტემატურად გასცემდა ყალბ დოკუმენტაციას.
გიორგი ღუტიშვილმა აღნიშნული მოქალაქის სახელზე სულ გასცა 108 ტონა ყურძნის მიღება-ჩაბარების შესახებ ყალბი ცნობა, რის გამოც, კახეთის რეგიონის რამდენიმე ღვინის ქარხანამ 81 000 ლარის ზარალი მიიღო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ღუტიშვილი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები