კინოთეატრ „რუსთაველში“ „მარადიული ხიზანის“ პრემიერა გაიმართება

19 დეკემბერს,18:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პარტნიორობით, კინოთეატრ „რუსთაველში“ დეკანოზი იოანეს საავტორო დოკუმენტური ფილმის „დავით გურამიშვილი – „მარადიული ხიზანი“-ს პრემიერა გაიმართება. დეკანოზი იოანე (ჩიგოგიძე) მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი მრავალი დოკუმენტური ფილმის ავტორი და მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „წმინდა ანდრიას ჯვრის“ ორგზის ლაურეატია. პრემიერაზე მოწვეულთა შორის იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები