საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი განახლდება.
საქმე ეხება „თბილსერვისის“ ეპიზოდს.
პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.
„თბილსერვისის“ საქმეზე გამოძიება თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.