74 წლის ქალბატონს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქრო შემოჰქონდა (ვიდეო)

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე 1940 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაზიკო შ.ამხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა ქალბატონმა სარფის სასაზღვრო – გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად თურქეთის რესპუბლიკიდან საქრთველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 510,64 გრამს იწონის და მათი საბაზრო ღირებულება 35 592 ლარს შეადგენს.
გამოძიება დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2gt05_no7BE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები