ქრთამის აღების ფაქტზე „ჰერმესის“ თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰერმესის“ ერთ-ერთი თანამშრომელი მურმან ჩ. დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ- ერთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა.
დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 9 წლამდე ვადით.