მერკელი და ოლანდი მოსკოვს და კიევს უკრაინაში სასწრაფოდ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინს და პეტრე პოროშენკოს „დროის დაკარგვის გარეშე“ უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების აღდგენისკენ მოუწოდეს. 4 ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ საღამოს გაიმართა. ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალურ ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში კიევის, მოსკოვის და დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლები შედიან, მინსკში სასწრაფოდ მოლაპარაკებების აღდგენა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ტყვეების სრული გადაცვლა და სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება ურჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები