დანიის ტერიტორია შესაძლოა, 20-ჯერ გაფართოვდეს

 

დანიამ და მისმა ავტონომიურმა გრენლანდიამ არქტიკაში მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაფართოების მოთხოვნით გაეროს მიმართეს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორის თქმით, გრენლანდიის კონტინენტის ზონა, რომელიც დანიის მიწების ნაწილია, ყინულოვან ოკეანესთან არსებულ ქედს ესაზღვრება. ამიტომ დანიას არქტიკის დიდ ნაწილზე, მათ შორის ჩრდილოეთ პოლუსზე პრეტენზიის გამოთქმის ყველა საფუძველი აქვს. ეს კი 895 000 კვადრატული კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, რომელზეც დანია პრეტენზიას აცხადებს, 40-ჯერ დიდია, ვიდრე თავად სახელმწიფო.
გაეროს კომისიამ, კოპენჰაგენის პრეტენზიებზე, შესაძლოა, 10-15 წლის მანძილზე იმსჯელოს, – წერს hronika.info. კომისიამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა დანიის მოთხოვნები მეცნიერულად დადასტურებული.
ცნობისთვის, არქტიკაში მიწებზე ასევე კანადა და რუსეთი აცხადებენ პრეტენზიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები