იანუკოვიჩს დონეცკის დატოვების უფლება არ მისცეს

        უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა თვითმფრინავს, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა, დონეცკის დატოვების უფლება არ მისცეს. როგორც გუშინ ღამით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სერგეი ასტახოვმა განმარტა, დონეცკის აეროპორტიდან იყო მცდელობა ჩარტერული რეისის შესრულებისა, შესაბამისი სასაზღვრო პროცედურების გავლის გარეშე. მესაზღვრეების ინფორმაციით, ბორტზე ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები