მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს: ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საყდრისის საბადოში სამუშაოების დაწყების ფაქტს ეხმაურება.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქება მძიმე დარტყმაა საქართველოს კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე.
“საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა საქართველოს კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე”, – წერს სააკაშვილი.
ამასთან, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ მემკვიდრეობის გადარჩენა, რისი გადარჩენა კვლავაც შესაძლებელია.
“ის, რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს კი, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდეების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში. ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები