ელგუჯა ხოკრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროში უმასპინძლა.
მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს 2014 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოები და განხორციელებული პროექტები გააცნო.
ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს დეგრადირების შემცირება და მწვანე ეკონომიკის განვითარება – ეს ის საკითხებია, რომელზეც უწყების ხელმძღვანელმა არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მხარეებმა, გარემოსდაცვით სფეროში განსახორციელებელ პროექტებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.