„მეცინება იმ ადამიანებზე, გამკიცხავ სტატუსებსა და კომენტარებს რომ მიძღვნიან“

  გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგოლია გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„აუ… რას ღელავენ ადამიანები ჩემ მიერ გადაცემაში მოწვეული სტუმრების გამო…თუ ერთი, თუ მეორე მხრიდან… მე გავაჩინე ეს ხალხი, თუ როგორაა, საყვარლებო? არ არიან რეალურად?არ არსებობენ და მე გამოვიგონე?თუ მარტო თქვენ გაქვთ აზრი და არა იმ ხალხს, ვინც სტუდიაში იჯდა? მეცინება….განსაკუთრებით იმ
ადამიანებზე, შემგონებლურ და გამკიცხავ სტატუსებს და კომენტარებს რომ მიძღვნიან… ყველა ადამიანი, ვინც გუშინ ,,რეაქციაში“ იჯდა, ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დიდი ხანია იცნობთ და თუ არ გაინტერესებდათ, რა თავებს იხოცავდით მათი ყურებით? უყურეთ?- ესე იგი, გაინტერესებდათ. მადლობა, რომ გვიყურებთ… მე მხოლოდ მახარებს ეს ამბავი“,- წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები