ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 17 დეკემბერს მოახდენს

ევროპის პარლამენტის ვებგვერდზე სტრასბურგში 15-21 დეკემბრისთვის დაგეგმილი პლენარული სესიის დღის წესრიგი გამოქვეყნდა.
დღის წესრიგის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 17 დეკემბერს მოახდენს. ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის გარდა, ასევე დაგეგმილია საქაღთველოს შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები