ფილმი „მანდარინები“ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა

ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა. ომის დრამა სახელწოდოებით „მანდარინები“ უკვე 21 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
შეემატება თუ არა მის პრემიებს კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – „ოქროს გლობუსი“, ზუსტად ერთ თვეში გახდება ცნობილი. გლობუსის 72-ე ცერემონიაზე ზაზა ურუშაძის ფილმი ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.
„წელს ფილმების რეკორდული რაოდენობა იყო. ყველა ქვეყანამ საუკეთესო ფილმი წარადგინა. 83 ფილმიდან 5 ფილმი დასახელდა, რომელთა შორის არის „მანდარინები“. ეს ძალიან დიდი წარმატებაა. სიზმარი მგონია. წარმატებას ვუსურვებ როგორც ქართულ, ისე ესტონურ კინოს“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები