კარასინი: რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ირგვლივ ხმაური ყურით მოთრეულია

მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ირგვლივ დასავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს მიერ ხმაური „ყურით მოთრეულია“.
„წლების მანძილზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ჩვენი ქვეყნები თანამიმდევრულად აძლიერებენ მრავალხმრივ საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს პროცესი არავის უშლის ხელს და, ბუნებრივია, მესამე ქვეყნების დადებით შეფასებას არ საჭიროებს“, – განაცხადა კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება აბსოლუტურად ლეგიტიმურ ხასიათს ატარებს და გაფორმებულია ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ. საქართველოს წარმომადგენლებს კი „დოკუმენტი, რომლის მოპოვება თავისაფლადაა შესაძლებელი, უბრალოდ ყურადღებით არ წაუკითხავთ“. კარასინმა ასევე განაცხადა, რომ არანაირ ანექსიაზე ამ დოკუმენტში საუბარი არ არის. „დოკუმენტი პრაქტიკულად ყველა სფეროში ურთიერთქმედების გაფართოებას ეძღვნება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. გარდა ამისა, კარასინის თქმით, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი უსაფუძვლოა. „აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარი წინა წელს მილიონჯერ გადაიკვეთა. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი კი დაახლოებით 200 000 ადამიანმა გადაკვეთა, რაც საგრძნობლად მეტია ამავე პერიოდის წინა წლების მონაცემებთან შედარებით. ამიტომ არანაირ შიშს, რომლის დამკვიდრებასაც თბილისიდან პროპაგანდისტები ცდილობენ, არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები