სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

რუსეთში, ტვერსკის რეგიონში სასკოლო ავტობუსს, რომელშიც ბავშვები ისხდნენ, ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი დილის 10 საათზე მოხდა, როდესაც ავტობუსს სამი მოსწავლე და პედაგოგი ოლიმპიადაზე მიჰყავდა.
მანქანას ცეცხლი ქვემოდან გაუჩნდა. კვამლი უკან მიმავალმა მანქანამ შეამჩნია და ავტობუსი შეაჩერა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვების გადარჩენა სხვა ავტომობილის მძღოლების დახმარებით მოხდა, რომლებმაც ოპერატიულად მოახდინეს ცეცხლის ჩაქრობა და ბავშვების ევაკუირება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7Vx8zcar9rc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები