ხელოვანების საქველმოქმედო საღამო – ,,შენზე მეტი ვარ… შენით"…
ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა ახალგაზრდა პოეტის ბეჟან ( ბენჯი) ჩხაიძის სიცოცხლის გადასარჩენად უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ლიტერატურული საღამო ჩაატარეს. მასში მონაწილეობდნენ: ლიკა ყიფშიძე, ეკა ქურხული, ლალი ჟორდანია, გიორგი ბექაური (ფანდურა), ანსამბლი „თორდა“, მომღერლები: თამარ ალადაშვილი, ჯაბა მესტვირიშვილი, ნათია ქოროღლიშვილი, მუსიკოსი ციცო ნიკოლაოშვილი, გაგა გომართელი, რეზი ქინქლაძე, მომღერალი ტატო გოდეძიშვილი, ნიკო მიქაია, ირაკლი ასლანიკაშვილი, გიორგი თუშიშვილი, გიორგი კბილცეცხლაშვილი, ოთარ ფალიანი, ჯარჯი შუქიაური, სულხან წულუკიძე, პოეტის ლექსი წაიკითხა პატარა დეკლამატორმა თორნიკე თოდრიამ. პოეტებმა გაგა გომართელმა და რეზი ქინქლაძემ თავიანთი ლექსების კრებულის გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა პოეტის დასახმარებლად გახსნილ ყუთში მოათავსეს. შეგასენებთ, საღამო ჩატარდა ავტოკატასტროფის შედეგად მძიმე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ხელოვანის ბეჟან ჩხაიძის დასახმარებლად. თაოსნობის ინიციატორები იყვნენ: ირინა თურქია და გიორგი ლილუაშვილი. პოეტის ლექსით წარდგა მაყურებლის წინაშე პატარა დეკლამატორი თორნიკე თოდრია. საღამო დალოცა და საკუთარი ლექსი წაიკითხა დეკანოზმა მამა თავმას ჩოხელმა, ბერმა ლუკამ იგალობა და პოეტის საქველმოქმედო ფონდიდან გარკვეული თანხით დაფინასებას შეპირდა. საღამოს პოეტის და – სოფო ჩხაიძე და შვილი – ნინი ჩხაიძე დაესწრნენ, რომლებმაც ქართველ ხელოვანებს მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის.