სახელოვნებო წრეები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც იმუშავებს

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დევნილთა დასახლებებში სახელოვნებო წრეების ფუნქციონირება 2014 წელსაც გაგრძელდება. 12 სახელოვნებო სკოლა დევნილთა 12 კომპაქტურ დასახლებაში (წილკანი, თელიანი, შავშვები, სკრა, კარალეთი, მოხისი, ახალსოფელი, გორი, ხაშური, წეროვანი, მეტეხი, კოდა) სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წელს ამოქმედდა. პროექტი 2014 წელსაც გრძელდება. პროექტის ფარგლებში 72 დევნილი პედაგოგი უფასო განათლებას იღებს, 1000-მდე დევნილი ბავშვი დასაქმდა. პროექტი ინიცირებულია საქველმოქმედო ფონდ „ხელოვნება თანადგომისთვის“ მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები