ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია

   ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გურამ ოდიშარია უძღვებოდა. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა – პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა და ლიტერატორებმა იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიის ერთიანი კონცეფცია, ამ პრემიის მიმნიჭებელი ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა და ასევე, რა პერიოდულობით უნდა გაიცეს აღნიშნული პრემია. მეტი საჯაროობისათვის მსგავსი სახის მრავალი შეხვედრა გაიმართება, მუშაობის პროცესში კი გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების აქამდე არსებული გამოცდილება, ასევე საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების მინიჭების წესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები