თემქაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
თბილისში, თემქაზე, წუხელ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალების შერულების დროს არ მომხდარა.
მათივე ინფორმაციით, პოლიცელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.