მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება

6, 7, 9 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება. რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა, ნილ საიმონის პიესის მიხედვით სპექტაკლი „კაცები“ დადგა. სცენოგრაფი ლევან წულაძეა; კოსტიუმების მხატვარი – ოლიკო ბერიძე; მუსიკალური გაფორმება – ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის; რეჟისორის თანაშემწე ნინო კალანდაძეა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დიმიტრი ტატიშვილი, თემო კილაძე, ზაზა გოგუაძე, ზურა ბერიკაშვილი, ონისე ონიანი, ვასიკო ოდიშვილი, ლელა მებურიშვილი, ანა სანაია.
„ვცდილობთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. თქვენც ნუღარ ინერვიულებთ ბიჭებო. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავთ! თქვენნაირი ადამიანი, დაუშვებელია, რომ არ იყვნენ ბედნიერები!“ მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობა, თანადგომა: ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია და მარადიული ციცინო კობიაშვილის სპექტაკლში „კაცები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები