ნდობის ჯგუფი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, რამდენიმე მასალაზე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნის წინადადებით მიმართავს.
როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, 2011-დან 2013 წლამდე პერიოდის საიდუმლო შესყიდვების შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნებიდან ირკვევა, რომ გარკვეული შესყიდვები კანონის გვერდის ავლით განხორციელდა.
“ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი გვაქვს უფლებამოსილება, თუკი საჭიროდ ჩავთვლით, მასალები შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადავცეთ ან მივმართოთ პრემიერს, გარკვეული დოკუმენტაციის განსაიდუმლოების მოთხოვნით, თუ დავინახავთ, რომ შესაბამისი შესყიდვა არასწორად განხორციელდა. ამ შემთხვევაში ვიხილავდით აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ დასკვნებს საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩავთვალეთ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საიდუმლო შესყიდვების კანონი გვერდის ავლით განხორციელდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მივიჩნიეთ და, შესაბამისად, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრემიერს მივმართავთ გრიფის მოხსნის მოთხოვნით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა, ნდობის ჯგუფის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები