ბათუმში ვახტანგ ღლონტის პოეზიის საღამო გაიმართება

 

     4 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვახტანგ ღლონტის „პოეზიის საღამო“ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოსა და აჭარის მწერალთა კავშირის წევრები, სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ვახტანგ ღლონტის ლექსებს წაიკითხავენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობები.
ვახტანგ ღლონტის პოეზიის საღამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაციის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები