შვედეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

 

     შვედეთის რიკსტაგმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. „ეს სამი ქვეყანა დახმარებას მიიღებს, რათა მოახდინონ თავიანთი კანონების ევროკავშირის ნორმებთან და სტადარტებთან ადაპტირება“, – ნათქვამია შვედეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გავრცელებულ განცხადებაში.
შვედეთის რისკტაგის პრეს–რელიზში ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმებები ამ ქვეყნებში „საზოგადოების ხარისხიანი მართვის, ეკონომიკური აღორძინების და ეკონომიკის განვითარების“ უზრუნველყოფის დახმარებისკენაა მიმართული. „დოკუმენტებმა უნდა გაამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირს, მის წევრებს და საქართველო, მოლდოვა, უკრაინას შორის. ასევე უნდა შეიქმნას თავისუფალი ვაჭრობის ზონები”, – ნათქვამია შვედეთის პარლამენტის პრეს–რელიზში.
რიკსტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის განცხადების თანახმად, ეს შეთანხმება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის „დემოკრატიის მნიშვნელობის და მყარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები