თეა წულუკიანი: შსს-ს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს

 

   იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“წვდომა კანონის ფარგლებში ამ მონაცემებზე უნდა ჰქონდეს შსს-ს, რომელიც, არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ორგანო, რომელიც ებრძვის დანაშაულს,” – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები